logo
ENG



"სილა რეჟიმს" სტენსილის გამო აქტივისტი თამარ კურატაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს

20 აგვ 202512:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/20/x6a6t489id13pbl.jpg

"სილა რეჟიმს" სტენსილის გაკეთების გამო აქტივისტი თამარ კურატაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.

6 აგვისტოს, როცა მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ეს სტენსილი კურატაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გააკეთა.

კურატაშვილმა პროცესზე თქვა, რომ სტენსილი მისი გაკეთებულია, თუმცა განმარტა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაზე ჯდება.


close დახურვა